Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა

მარშალ პრესი 11/06/2025
koba kobaladze00

სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია, მისი პირადი შემადგენლობის, სამხედროების საერთოდ არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან. პროცესი დარღვეული არ ყოფილა,- ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კობა კობალაძის განცხადებით, მართვის სადავეები იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ხელში იყო, იგი ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რათა თავისი დირექტივები მიეწოდებინა სამხედრო ნაწილისთვის.

„ყოველდღიური საჯარისო განწესიდან გამომდინარე გათვლილი ფუნქცია-მოვალეობები სამხედრო ნაწილში, შენაერთში სრულდებოდა. არ იყო რაღაც განსაკუთრებული პირობები შემოღებული მართვის და როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმე იყო ვკითხე, აზრი, მიზეზი რის გამოც მან ჩათვალა ის, რომ სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობის რელსებზე იყო გადასული. მან თქვა, რომ ეს იყო მისი ვარაუდო და ეს ვარაუდი რამ გამოიწვია, თუ ვარაუდო გამოიწვია ამან თქვენი, თქვენ მაშინ თქვენი ხელმძღვანელობა რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ირკვევ ის, რომ პარალელური უწყების შსს-ს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, თავისი დირექტივები მიაწოდოს სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები დანარჩენი ვერტიკალი სამხედრო ხელმძღვანელობის გენერალური შტაბის უფროსის თამადობით საქმის კურსში არ არის რა ხდება და როგორ ხდება, ამათმა შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის.“-განაცხადა კობა კობალაძემ.

Post navigation

Previous: გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები 2008 წელს ტყეში აიყვანა, კობა ოთანაძე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.