Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გენერალი კობა კობალაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე და ღირსება, ესენი იყვნენ ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ

მარშალ პრესი 11/06/2025
koba kobaladze

გენერალი კობა კობალაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება გენერალმა, კობა კობალაძემ ისაუბრა.

კობა კობალაძის განცხადებით, როდესაც ფაქტობრივად სახელმწიფოს მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა საქართველოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ესენი იყვნენ რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. „ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი, ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებს შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყო ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ.

ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, გულანთებული და პატრიოტი ადამიანი, წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, ჩვენ თუ გადავხედავთ დინამიკას რა პროცესები ვითარდებოდა, ვითარდებოდა ის, რომ ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და აზელილი იყო ერთმანეთში ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი დევნილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. ამას ემატებოდა ის რომ პრესტიჟი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა, რამდენიმე ათეული სოფელი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით იყო გაჯერებული და მოხსენიებული იყო ქვების გროვად და იმ პერიოდში იყო დაკარგული, თუნდაც დროებით რეალობა ეს იყო. აქედან გამომდინარე თვითონ განცდა იმის რომ ეს ტვირთი საკმაოდ მძიმედ ადგებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ წარმოაჩინა უუნარობა მართვის და ძირითადად ჩვენი რიგითი მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის“,- განაცხადა კობა კობალაძემ.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Next: ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.