Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც დავით ქართველიშვილის წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა.

მარშალ პრესი 10/06/2025
tamta megrelishvili

დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არაფორმალური ოლიგარქებისათვის, არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ – მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ.

„დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ. თავის მხრივ, ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქების ჰეგემონიის დაკანონება, ლეგალიზება. ოჯახები თავს აღარ შეიწუხებენ ისეთი უხერხული პროცედურებით, როგორიცაა არჩევნები, პარლამენტის მუშაობა, სამთავრობო ვერტიკალი და აშ. პირდაპირ დანიშნავენ ბიზნეს მოდელიდან გადმოღებულ ერთპიროვნულ მმართველს და ასე გაიმარტივებენ ცხოვრებას. როდესაც ამ წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ კანადას ამერიკის შეერთებული შტატები მიიერთებს 51-ე შტატად. თანაც, ისე მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაცხადა ეს გეგმა, რომ თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ასეც არის – არაფორმალური ოლიგარქებისათვის (არაფორმალური ჯერჯერობით, თუმცა როგორც ბევრჯერ ითქვა, მალე საკუთარ მმართველობას ლეგალიზაციას გაუკეთებენ ) არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ – მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ!“ – წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: გეკა გელაძე არის გამორჩეული პროფესიონალი
Next: თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ამ ქვეყნიდან და გარანტიას ვიძლევით, არ დაგვემართება ის, რაც სამწუხაროდ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე დაემართა. მივიღებთ ბევრ ტურისტს, მაგრამ უკანონო მიგრაციის მიმართ ვიქნებით მკაცრები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025