Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გეკა გელაძე არის გამორჩეული პროფესიონალი

მარშალ პრესი 10/06/2025
mamuka mdinaradze

„უნდა მივეჩვიოთ, რომ არ გავაკეთოთ განცხადებები იმ ლოგიკაზე, რომელი ლოგიკითაც მოქმედებს სხვა. ლოგიკაზე თუა საუბარი, გეკა გელაძეს უნდა კითხოთ, რა ლოგიკით განხორციელდა გადანაცვლებები. ალბათ 90 პროცენტზე მეტი იყო როტაცია და ბუნებრივია, ამას მივესალმებით“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.

მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. ის აღნიშნავს, რომ საკადრო ცვლილებებს ახორციელებენ პროფესიონალები. გეკა გელაძემ კი მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა.

„მე პირადად მიმაჩნია, რომ 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე განსაკუთრებით, აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. შემიძლია ვაჟა სირაძის მაგალითი მოვიტანო. უდავოდ სერიოზული პროფესიონალია და თავისი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. ის დიდი წარმატებით ართმევდა და ართმევს თავს თავის მოვალეობას და მისმა პერსონამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სამაგალითო პოლიციელი იყოს. ის გადავიდა ასევე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად. ასევე შეგვიძლია გავყვეთ თითოეული მათგანის პოზიციურ ცვლილებას. პროფესიონალები ახორციელებენ ამ ცვლილებას.
გეკა გელაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, საკადრო გადაადგილებები, მათ შორის, როგორც სხვა რამ არ ეშლება და სწორად მართავს თავის უწყებას, ამასაც სწორად განახორციელებს და ასევე, მინდა მივესალმო მის ნაბიჯებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული რეფორმატორული მიდგომების შესახებაც კი. ვახტანგ გომელაური ძალიან დიდი წარმატებით ართმევდა ამ ყველაფერს თავს და გეკა გელაძემ მიიღო გამოწვევა, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა. ჩვენი მიდგომაა, რომ არ იყვნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დარღვევა ყველასთვის არის დარღვევა და ამ მიდგომას კიდევ უფრო თუ განამტკიცებს გეკა გელაძე, ბუნებრივია ამას მივესალმებით და პირიქით, მოვუწონებთ და ხელს შევუწყობთ ამ მიდგომაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია
Next: როდესაც დავით ქართველიშვილის წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025