Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

მარშალ პრესი 10/06/2025
121

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ. წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა.

სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი, მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში განხორციელდა, კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენისა და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.

Continue Reading

Previous: საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025