
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, „თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს“.
„საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას. თამარი გავიცანი, როცა ის პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი იყო. მასთან საქმიანმა კომუნიკაციამ არაერთხელ მიმანიშნა, რომ ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა დამსახურებულად – ჯერ იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვენი ელჩი. მას რთული მისია ელოდება წინ – მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვასა და ახალი ფურცლიდან დაწყებაზე მუშაობაში. თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ულევი წარმატებები თამარ ტალიაშვილს!“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.