Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

მარშალ პრესი 10/06/2025
levan maxashvili

აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით

„მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემჭიდროებულ ვადებში თანხმობა გასცა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, რათა ის ვაშინგტონში დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, ეს იქნება კარგი დასაწყისი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და ახალ ეტაპზე აყვანისთვის. ამ მხრივ, იმედიანად ვართ განწყობილი. თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით. ორივე ქვეყნის მხრიდან მცდელობაა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ, ორივე ქვეყანას რა ინტერესები გვაქვს და ეს ინტერესები მაქსიმალურად გადაიტვირთოს. ელჩების მთავარი ფუნქციაც იქნება საერთო ინტერესების გამოკვეთა და ამ ინტერესებზე მუშაობა. წინა ელჩების მიერ ურთიერთობები იმდენად გაფუჭებული და დაზიანებულია, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება. მთავარია, ჩვენც და ამერიკაც მონდომებული ვართ, რომ მაქსიმალურად ვნახოთ საერთო ინტერესები და ამ ინტერესების საფუძველზე აღვადგინოთ ურთიერთობები“, – განაცხადა მახაშვილმა.

Continue Reading

Previous: ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას, მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი (თანხმობა) მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან
Next: საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025