Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას, მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი (თანხმობა) მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან

მარშალ პრესი 10/06/2025
shalva papuashvili

ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას, მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი (თანხმობა) მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს იძლევა ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო თამარ ტალიაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშვნა. გახსოვთ, ის პარლამენტიდან ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა. მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია. კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ აშშ-სთან გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა
Next: აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.