Skip to content
07/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს და ვინც დააგროვებს შესაბამის ხმებს, წარედგინება პარლამენტს

მარშალ პრესი 06/06/2025
archil gorduladze

პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განისაზღვრება ახალი წესი გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩევის შესახებ.

არჩილ გორდულაძის თქმით, მხოლოდ საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექსკლუზიურად ექნება შესაძლებლობა პროკურორობის ერთი კანდიდატი დაასახელოს, კანდიდატებს მოუსმინონ საბჭოში, კენჭისყრის შემდეგ კი პარლამენტს წარუდგინონ.

„საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს ღია წესით და ის ადამიანი, რომელიც დააგროვებს შესაბამის ხმებს და ყველაზე მეტი ხმა და მხარდაჭერა ექნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

მთავარი არის, რომ ის კონსტიტუციური სტანდარტი, რაც გულისხმობს ორი კონსტიტუციური ორგანოს ჩართულობას საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურის წარდგენის და არჩევასთან დაკავშირებით, იქნება გამართული და არავითარი დამატებითი კონკურსი თუ სხვა კონსულტაციების აუცილებლობა აღარ იქნება. იმ პირებს, რომლებიც არ არიან კონსტიტუციით განსაზღვრული, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერიონ გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის პროცედურაში”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის ელჩები, ფონდები, იმ წუთიდან მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა პიარული და პროპაგანდისტული კუთხით
Next: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. სახალხო დამცველს მივმართე, დამეხმარე მეთქი და არ შედის ჩემს უფლებებშიო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025