Skip to content
07/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. სახალხო დამცველს მივმართე, დამეხმარე მეთქი და არ შედის ჩემს უფლებებშიო

მარშალ პრესი 06/06/2025
giuli1

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და გიული ავალიშვილი საუბრობს.

ავალიშვილი იხსენებს, თუ როგორ უთხრა უარი მისი ძმის დახმარებაზე მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

„ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლებას გამოჯანმრთელებამდე, გადავადებას. ეს იყო თირკმელების მწვავე უკმარისობა, მე-5 სტადია, ტერმინალური, რაც უკვე სიკვდილს ნიშნავს და მას დათვლილი აქვს დღეები. ჯერ დავიწყე ბრძოლა. რომ იტყვიან რკინის ქალამანი ჩავიცვი. სად არ მივედი, ვის არ მივმართე, ჩამონათვალი მაქვს გაკეთებული. ასე მგონია, თითქოს ყველა დაყრუებული იყო, არავის არაფერი ესმოდა და არ უნდოდათ გაეგონათ. ვიხვეწებოდი ძმა გადამირჩინეთ მეთქი, პასუხს არავინ მცემდა.

ჩემი მიღებაც კი არ უნდოდათ. სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მივმართე და პასუხი გამომიგზავნეს, რომ საერთოდ წარმოებაში არ მიიღეს ჩემი წერილი, არ ექვემდებარება სახალხო დამცველსო. სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივი კომისია რომ იყო, მივმართე. პასუხი რომ არ გამცა და არ მიიღო ჩემი თხოვნა, ამის შემდეგ მივმართე ზუსტად სახალხო დამცველს რომ მიშველე, დამეხმარე, მიშუამდგომლე რომ ჩემი ძმის ეს დაავადება იმ ჩამონათვალში არის და დამეხმარე, რამენაირად გადავარჩინო მეთქი და ეს არ შედის ჩემს უფლებებშიო“-განაცხადა გიული ავალიშვილმა.

Continue Reading

Previous: საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს და ვინც დააგროვებს შესაბამის ხმებს, წარედგინება პარლამენტს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მოქალაქეებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025