Skip to content
07/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის ელჩები, ფონდები, იმ წუთიდან მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა პიარული და პროპაგანდისტული კუთხით

მარშალ პრესი 06/06/2025
david matikashvili

როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის, სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები, ფონდები, იმ წუთიდან მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ევროპიდან მხარდაჭერას ნიშნავს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხრიდან რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივად დავის დაწყების საკითხზე.

მისივე თქმით, საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს იმიტომ, რომ სახელმწიფო იყოს ადეკვატური და მსგავს საკითხებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გამოხატულია აგრესია, ლანძღვა-გინება, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის, მედია საშუალებებით, ინტერნეტ სივრცეში არის ესოდენ მომრავლებული. ეს სიძულვილის კამპანია სამწუხაროდ დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამწუხარო და მასშტაბური ხასიათი. საკანონმდებლო რეგულაცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სახელმწიფო იყოს ადეკვატური და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის, სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები, თუ ფონდები, იმ წუთიდან მყისიერად მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა, პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ევროპიდან მხარდაჭერას ნიშნავს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: გამოვლენილია ნარკოდანაშაულის – 2370 ფაქტი, პასუხისგებაში მიცემულია – 1712 პირი
Next: საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს და ვინც დააგროვებს შესაბამის ხმებს, წარედგინება პარლამენტს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025