Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროგრესული ლიბერალების დიდი ნაწილი მსოფლიოს საკუთარ ნავსაყუდელად აღიქვამს. მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არა ტრაგედია, არამედ სასიხარულოა, რადგან რეალურად მონობას და სხვის მორჩილებას სიხარულით დათანხმდებიან – რასაც დღესაც წარმატებით აკეთებენ

მარშალ პრესი 06/06/2025
davit chikhelidze

მრავლისმთქმელია ზაზა შათირიშვილი წერილი, სადაც ის, ტრამპი-მასკის დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რომელიც კარგად შენიღბული გეგმის ნაწილია, ტრამპისა და მასკს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ხელოვნურია, რომელიც მსოფლიოში მმართველობის ახალი ფორმის შემოღებას ემსახურება, როგორიც არის ე.წ. კორპორაციული მართვა, რომელიც თავის მხრივ სრულად ჩაანაცვლებს პარტიულ მმართველობას, როგორც მართვის ეფექტური მეთოდი, რომლის შემოღება გამოწვეული იქნება “ხალხზე ზრუნვით” – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კლანური მმართველობა რომელსაც დიფ სთეითის სახით ვიცნობთ, საკუთარი გავლენების გაზრდას და მართვის სადავეების სრულად აღებას ცდილობს, საიდან უნდა დაიწყოს ახალი “პროგრესული” სამყაროს დაბადება თუ არა ამერიკიდან? და ვინ უნდა იყოს მისი პირველი ხელმძღვანელი? რა თქმა უნდა პროგრესული ილონ მასკი, როგორც ნოვატორი და პროგრესული ადამიანი. „მრავლისმთქმელია ზაზა შათირიშვილი წერილი, სადაც ის, ტრამპი-მასკის დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რომელიც კარგად შენიღბული გეგმის ნაწილია, ტრამპისა და მასკს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ხელოვნურია, რომელიც მსოფლიოში მმართველობის ახალი ფორმის შემოღებას ემსახურება, როგორიც არის ე.წ. კორპორაციული მართვა, რომელიც თავის მხრივ სრულად ჩაანაცვლებს პარტიულ მმართველობას, როგორც მართვის ეფექტური მეთოდი, რომლის შემოღება გამოწვეული იქნება “ხალხზე ზრუნვით”.

რეალობა კი შემდეგია, კლანური მმართველობა რომელსაც დიფ სთეითის სახით ვიცნობთ, საკუთარი გავლენების გაზრდას და მართვის სადავეების სრულად აღებას ცდილობს, საიდან უნდა დაიწყოს ახალი “პროგრესული” სამყაროს დაბადება თუ არა ამერიკიდან? და ვინ უნდა იყოს მისი პირველი ხელმძღვანელი? რა თქმა უნდა პროგრესული ილონ მასკი, როგორც ნოვატორი და პროგრესული ადამიანი.

ამერიკის შემდეგ ახალი ტიპის მმართველობა ევროპაში გაჩნდება, რომელიც დიფ სთეითის საყვარელ სათამაშოს წარმოადგენს, სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში ცდილობენ სამშობლოს ცნების მიჩქმალვას, აღნიშნულს ემსახურება მიგრანტთა დიდი ნაკადები, რომელთა მართვა ხელოვნურად არ ხდება, სწორედ მიგრანტების დამსახურებაა, რომ დღეს ევროპის ტრადიციული და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნები თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ერთ დროს კულტურის გამავრცელებლები, დღეს კულტურულ დეგრადირებას და სიდუხჭირეს განიცდიან! ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფოებრიობის გაუქმება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, “პროგრესული ლიბერალების” დიდი ნაწილი ხომ, მსოფლიოს მიიჩნევს საკუთარ ნავსაყუდლად და არა კონკრეტულ სახელმწიფოს, მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არათუ მტკივნეული, არამედ სასიხარულო იქნება, რადგან ისინი არა რაღაც კონკრეტულის ნაწილი, არამედ მსოფლიოს ნაწილი გახდებიან, რეალურად კი სიხარულით დათანხმდებიან მონობას და სხვის მორჩილებას, რასაც ახლაც წარმატებით ახორციელებენ!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს. ესენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან! ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება გააჩნიათ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ
Next: როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვალებასთან ახლოს იყო, არ აწყობდათ სტატისტიკაში ასახულიყო და “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე – ის ადამიანი იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ ეთვლებოდა ციხეს, ამას ერქვა “სიკვდილის ექსპორტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.