Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს. ესენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან! ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება გააჩნიათ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ

მარშალ პრესი 06/06/2025
giuli

ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს. ეგენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან! ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება გააჩნიათ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლის, გიორგი ავალიშვილის დამ, გიული ავალიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ძმის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს. გიული ავალიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა არა მხოლოდ მისი ოჯახი და ძმა, არამედ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი და ოჯახი ამოწყვიტა. ‘

„ძალიან ვარ გამწარებული ჩემს ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც ვითომ მე ავირჩიე. თვითონ ფიქრობს და მისი დამქაშებიც ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს, ვერასდროს ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ან როგორ ითხოვენ მორალური უფლება გააჩნიათ?! რამენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევს მათ ზურგს, ამ ცოდვებს ვერასოდეს ვერ მოინანიებს, მაგრამ მე პირადად, როგორც ჭეშმარიტი ადამიანი, მაინც ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მაგრამ მე მინდა გამცეს პასუხი, რატომ მომიკლა მისმა რეჟიმმა უდანაშაულო ძმა? მხოლოდ ჩემი ძმა არ იყო ეს, ჩემი ძმის მსგავსი ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი დედა არის ატირებული, ბევრი ოჯახი ისეა ამოწყვეტილი, როგორც ჩემი ოჯახია ამოწყვეტილი, მას გვარის გამგრძელებელი არ დარჩა, მომისპო ძმა, რატომ? მინდა მიპასუხოს!“- განაცხადა გიული ავალიშვილმა.

Post navigation

Previous: 6 ივნისს, მცხეთის დრამატულმა თეატრმა პატარა პრინცის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გამართა
Next: პროგრესული ლიბერალების დიდი ნაწილი მსოფლიოს საკუთარ ნავსაყუდელად აღიქვამს. მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არა ტრაგედია, არამედ სასიხარულოა, რადგან რეალურად მონობას და სხვის მორჩილებას სიხარულით დათანხმდებიან – რასაც დღესაც წარმატებით აკეთებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.