Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვალებასთან ახლოს იყო, არ აწყობდათ სტატისტიკაში ასახულიყო და “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე – ის ადამიანი იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ ეთვლებოდა ციხეს, ამას ერქვა “სიკვდილის ექსპორტი”

მარშალ პრესი 06/06/2025
tea tsulukiani1

“სიკვდილის ექსპორტი” რას გულისხმობდა, იმ ახალგაზრდებისთვის განვმარტავ, რომელმაც შეიძლება არ იცის და დღეს რას ითხოვს თვითონ ვერ გაუგია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მსხვერპლის, გიორგი ავალიშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილება. წულუკიანის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ დასავლეთის მიერ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილი მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულიყო, ამიტომ, სიკვდილის პირას მყოფი პატიმრების ოჯახებს ურეკავდნენ და პატიმრებს სახლში ატანდნენ, რათა მათი გარდაცვალება სტატისტიკურად ციხისთვის არ მიეკუთვნებინათ.

მისი თქმით, რეჟიმის ეს მახასიათებელი, რასაც “სიკვდილის ექსპორტი” ჰქვია, კომისიის დასკვნაშიც აისახება. “როდესაც პატიმარი, როგორც ამ შემთხვევაში, ქალბატონი გიულის ძმა, ბატონი გიორგი ავალიშვილი უკვე იყო გარდაცვალებასთან ახლოს, იმიტომ, რომ სცემდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ, მათ არ აწყობდათ, რომ ეს სტატისტიკაში ასახულიყო. არ უნდოდათ, რომ ამერიკის მიერ, დასავლეთის მიერ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, არსებობდა ასეთი მეთოდი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე, ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე. ის ადამიანი, რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს. ამას ერქვა “სიკვდილის ექსპორტი” და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს დასკვნაში. ეს მახასიათებელი იყო, აქამდე საჯაროდ არ განგვიხილავს ისეთი საქმე, რომელიც სიკვდილის ექსპორტს ეხება და მნიშვნელოვანია რომ განვიხილეთ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: პროგრესული ლიბერალების დიდი ნაწილი მსოფლიოს საკუთარ ნავსაყუდელად აღიქვამს. მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არა ტრაგედია, არამედ სასიხარულოა, რადგან რეალურად მონობას და სხვის მორჩილებას სიხარულით დათანხმდებიან – რასაც დღესაც წარმატებით აკეთებენ
Next: გამოვლენილია ნარკოდანაშაულის – 2370 ფაქტი, პასუხისგებაში მიცემულია – 1712 პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.