
6 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში მცხეთის დრამატულმა თეატრმა გამართა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოების, „პატარა პრინცის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა.
სპექტაკლი თანამედროვე რეჟისორული ხედვითა და სცენოგრაფიით გამოირჩეოდა. მსახიობებმა ორიგინალურად გადმოსცეს ნაწარმოების მთავარი თემები – სიყვარული, მეგობრობა, სულიერი სიმშვიდე და ბავშვური სიწრფელე. წარმოდგენამ მაყურებლის და გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.