Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება

მარშალ პრესი 03/06/2025
DAVID KARTVELISHVILI

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრობარომეტრის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, შეუძლია გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება და ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება.

 

“დავიწყებ იმით, რომ 2003-2012 წ.წ. მსგავსი ფორმულირებით მოსახლეობის ობიექტური, სამართლიანი გამოკითხვა წარმოუდგენელი იყო. ეს არის წლები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დასავლეთის და ევროატლანტიკური ორგანიზაციების და ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა ნულამდე დაიყვანა.

მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ნელ-ნელა, ეტაპობრივად და არსებული ხელისუფლების პირობებში, 2020 წლამდე დაიწყო ევრონიჰილიზმის და ევროსკეპტიციზმის დაძლევა. დაიწყო შელახული დასავლური რეპუტაციის თანდათანობითი აღდგენა. მაგრამ რად გინდა, “სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა”, რადგანაც “ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ”.

2020 წლიდან დღემდე “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული 7-წლიანი საგმირო მცდელობა, რეაბილიტირება მოეხდინა დასავლეთის ტოტალური უსამართლობის ქართველი ერისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე, წყალში იყრება “დიფ სთეიტის” ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ევრომარიონეტების და მათი ადგილობრივი ლაქიების მხრიდან.

ბოლო გამოკითხვის შედეგები, სწორედ ამ ტანდემის მიზანმიმართული და ორკესტრირებული ძალისხმევის შედეგია. ამავდროულად, ეს არის იმ კოშმარის და კატასტროფის გამოაშკარავება, რომელმაც მათ სუვერენული, ტრადიციული და ღირსების აღსავსე კვანძი ამოაცალა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეგიონში.

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, ჩვენი უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება – ჩვენ ამით ვეღარაფერს დაგვაკლებთ. თქვენს უსამართლობასთან “კოჰაბიტაციამ” მხოლოდ გაგვაძლიერა და ჭკუა გვასწავლა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა – ამას იდიოტიზმს დავარქმევდი
Next: ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.