Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

მარშალ პრესი 03/06/2025
davit chikhelidze

ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე” “რასაც დასთეს, იმას მოიმკი.” ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე. მისივე თქმით, აღნიშნული გამოკითხვის შედეგი, ევროკავშირის მრუდე ნაბიჯების შედეგია, ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს და თვალნათლივ ხედავენ, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის.

“ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე” “რასაც დასთეს, იმას მოიმკი.” ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა.

ევროკავშირისადმი ნდობის შემცირებას ერთადერთი დამნაშავე ჰყავს, ევროკავშირი?კოლექტიური დასავლეთი. რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არასამართლიან, მტრულ პოლიტიკას ახორციელებს. ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის, შესაბამისია ქართველი ხალხის რეაქცია, ის ხედავს რომ ევროკავშირის/დასავლეთის საპირწონედ, საქართველოს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება, რომელიც მიუხედავს დიდი ზეწოლისა, დასავლეთს არ დაემონა. მთავრობა რომელიც რეალურად ზრუნავს საქართველოს გაძლიერებაზე და წინსვლაზე. შესაბამისად აღნიშნული გამოკითხვის შედეგი, ევროკავშირის მრუდე ნაბიჯების შედეგია, ნდობის შემცირების მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში ეძიონ, თუ კვლავ განაგრძობენ არათანმიმდევრული მტრული პოლიტიკის განხორციელებას, შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს, ისეთი აბსურდული მოთხოვნებით როგორიც არის სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლება ( დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ კიდევ ერთხელ მოითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას) ან სხვადასხვა სახის შანტაჟი, ისინი ქართველი ხალხის ახალ, მკვეთრ პოზიციას იხილავენ!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება
Next: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.