Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა – ამას იდიოტიზმს დავარქმევდი

მარშალ პრესი 03/06/2025
david zurabishvili

ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ეს ამბავი, ძირითადად, ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია. პოზიციაც არ ჰქვია ამას, ინფანტილური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებული აზრთა სხვადასხვაობის შეფასებისას, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარ მიდგომას, არა ინფანტილიზმს, არამედ, იდიოტიზმს დაარქმევდა.

„არჩევნებში მონაწილეობით, თურმე, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ვის თვალში მოხდება ლეგიტიმაცია, მართლა მაინტერესებს – თვითონ პროტესტის მონაწილეების თვალში, აშშ-ის, ევროპის და ე.ი. ესღა აკლია ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციამდე, რომ ჩაატაროს არჩევნები, თან, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაატარებს, გააყალბებს -არ გააყალბებს, დაიწერს -არ დაიწერს, მთავარია, ორმა-სამმა პარტიამ მონაწილეობა თუ მიიღო, დამთავრდა, მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა ჩაიყარა წყალში – ამას მე იდიოტიზმს დავარქმევდი, ინფანტილიზმსაც არა,“ – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ესმის გამწარებული აქტივისტების, თუმცა, აქტივიზმი და პროტესტი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა მთლიანად პოლიტიკური პროცესი.

„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებულები არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ, ერთია აქტივიზმი, პროტესტი, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლება, მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, არაფერში გავეკაროთ ხელისუფლებას და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან – ბუნებრივია, ასე არ მოხდება. ასე არსად არასდროს მომხდარა და ვერც მოხდება ვერასდროს. ეს არის ნაწილი, უნდა იყოს, მაგრამ, ამის გარდა, კიდევ უნდა იყოს რაღაც. რაც შეეხება არჩევნებს, აქ არის ორი ვარიანტი. ბოიკოტის ვარიანტი, რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილოს ოპოზიციამ და პოლიტიკურმა სპექტრმაც, მაგრამ აქ არის ორი ვარიანტი – ერთია, აქტიური ბოიკოტი, როდესაც შეგიძლია ჩაშალო ეს არჩევნები, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია. არჩევნების ჩაშლა არ შეგიძლია, ავიღოთ მაშინ მეორე ვარიანტი: რა ხდება, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები გამოაცხადებენ ბოიკოტს. რა მოხდება, ძალიან მარტივია, წინასწარმეტყველებას არ ვიტყვი – მოხდება ის, რომ ჩვეულებრივად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, რამდენიმე წვრილი პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არანაირი დარღვევა არსად არაფრის იქნება, მშვიდად, წყნარ ვითარებაში ჩაატარებს,“ – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Next: თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025