Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 03/06/2025
101

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჟერონ კლიკს და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც IMF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს IMF-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში IMF-ის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ მისიის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

Continue Reading

Previous: მიმდინარე წლის განმავლობაშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, მაკროეკონომიკური პარამეტრები კვლავ სტაბილური იქნება
Next: ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა – ამას იდიოტიზმს დავარქმევდი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025