Skip to content
03/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

მარშალ პრესი 31/05/2025
irakli kobakhidze

ნიკა მელიამ პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და მის მიმართ აღსრულდა კანონი, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას.

„ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. არავის ეს არაფერში აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მოგვიანებით მას მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაისჯება შესაბამისი წესით – ეს არის სამართლებრივი სახლემწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახლემწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება
Next: დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025