Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება

მარშალ პრესი 31/05/2025
irakli kobakhidze

დღევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან, თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იზრუნონ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„ასე იყო ეს წელსაც, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ.

საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.

ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება.

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან საპატიო საქმიანობაში!“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ” – ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში
Next: ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.