Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში

მარშალ პრესი 31/05/2025
mamuka mdinaradze

მამუკა მდინარაძე „ფარას“ კანონის ძალაში შესვლაზე: საუკუნის ორწლიანი აფიორა „არა რუსულ კანონს“, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას არ „გაპრავდა“ და საქართველომ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა „ფარას“ კანონზე, რომელიც ძალაში დღეს შედის.

მდინარაძის განცხადებით, საუკუნის ორწლიანი აფიორა „არა რუსულ კანონს“, რომელიც ათობით მილიონი დოლარით იყო დაფინანსებული ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას, რაზეც საქართველომ გაიმარჯვა. მისივე თქმით, ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. „საუკუნის ორწლიანი აფიორა იყო , გარე დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ და გახსოვთ როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების გასაგებია მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეს ფრაზა, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების „გაპრავებას“.

ეს ყველაფერი არ „გაპრავდა“ და ვერ მიაღწიეს იმას, რომ გარე დაფინანსება გამართლებულიყო, გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველომ გაიმარჯვა. შესაბამისად ამისა, დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს, ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
Next: მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა – მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.