Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ” – ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში

მარშალ პრესი 31/05/2025
DAVID KARTVELISHVILI

„აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია: “Даниган! На выход! С вещами!”,“ – წერს სოციალური ქსელით პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმითვე, რობინ დანიგანის ბოლო დროინდელი საქციელები სასოწარკვეთილებით გამოწვეული მავნებლობაა.

„აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია: “Даниган! На выход! С вещами!” მისი არაერთი ბოლო საქციელი სასოწარკვეთილების ნიადაგზე გამოწვეული მავნებლობაა გარდაუვალი ფინალის მოლოდინში.

მსგავსად თავისი ყოფილი დაქალისა და კოლეგის, უკრაინაში აშშ-ს ექს-ელჩისა ბრიჯიტ ბრინკისა იქცევა რობინ დანიგანი, რომელმაც დაიწყო უკვე დონალდ ტრამპის ლანძღვა/გინება. დანიგანს ეს “საპატიო მისია” ჯერ კიდევ წინ აქვს. აგერ მე და აგერ “გირჩი-ოქრუ-მელია” საკანში.

26 მაისს სხვა ელჩებთან ერთად სამთავრობო ზეიმზე არ მოდიხარ – “გასაგებია”. შენი ქვეყნის სენატორს არ მიყვები პრემიერთან შეხვედრაზე – “ჯანდაბას”. ტრამპგარეშე “პრეზიდენტს” ხვდები საელჩოში – “შავი ჭირი ორსავე თავსა თქვენსა”. მაგრამ! დიპლომატიური არხით მიღებულ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ს პრეზიდენტის მილოცვის იძულებით გადაცემას რომ მალავთ და ვერც უარყოფთ, ერთადერთ საფიქრალს მიჩენს…

არ გცალიათ. სხვა მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული – ბარგს ალაგებთ, “с вещами!” ბრძანების მოლოდინში. თანაც, უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ”: ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში. ასე რომ, დე-ფაქტო “გუდბაი” მისის დანიგან, დე-იურეც წამოგვეწევა აუცილებლად. ქალბატონ კელი დეგნანს ჩვენგან გულითადი “პრივეტები”. ჩმოკი-ჩმოკი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით – პრემიერი პოლიციელებს
Next: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.