Skip to content
02/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია. რაღაც ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ და „რა დროს მიტინგია, ქვეყანა ომშია“, აი ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ [ხელისუფლება]

მარშალ პრესი 30/05/2025
pridon zoidze

აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია. ასე მჯერა მე. იმიტომ რომ ამ ადამიანებს აღარ ჰქონდათ არავითარი რესურსი არც პიროვნული, არც სულიერი, არც სამართლებრივი, რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ფრიდონ ზოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყო ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ და „რა დროს მიტინგია ქვეყანა ომშია“, ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ, ცოტა გაეხანგრძლივებინათ თავიანთი თავი და მომხდარიყო მათი 2008 წლიდან 2012 წლამდე რეინკარნაცია.

„რაღაც ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ და „რა დროს მიტინგია ქვეყანა ომშია“, აი ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ, ცოტა გაეხანგრძლივებინათ თავიანთი თავი და მომხდარიყო მათი 2008 წლიდან 2012 წლამდე რეინკარნაცია.
მეორე, ამ მომენტში, რა ჟამსაც ეს ყველაფერი დაიგეგმა, ვინც რამე შეძლო ყველამ თავისი საკბილო გამოჰკრა. ვიღაცამ ფული ჩამოწერა, კეზერაშვილმა მილიონები იშოვა, ზოგმა ფაქტები გადაფარა და დამალა, რომ შემდეგ მომდევნო მთავრობებს ხელი შეშლოდა ამ ყველაფერში და ძალიან ბევრი საქმე ისე ჩაფარცხეს და ბევრი ადამიანი ისე გააქრეს აბსოლუტურად, მოკლეს დააშინეს, ბევრს კომპრომატები დაუდეს.
საბოლოო ჯამში სიმართლე მაინც ბოლომდე არ დაიკარგა, ვერ ეყოთ იმის შესაძლებლობა, რომ მთლიანობაში ისე გაეკეთებინათ თითქოს არაფერი მომხდარა. ახლა ამას აკეთებს მათი მხარდამჭერი გუნდი ვითომ ეს არ იყო, რომ ვითომ ეს რა იყო „ეს იყო თავდასხმა და რა ჩვენ არ უნდა გვებრძოლა?“ არა და პირველ ეტაპზე, მე ღრმად მჯერა და ვაცხადებ ერისა და ქვეყნის წინაშე, რომ ამ ადამიანების შემოქმედება იყო მთლიანობაში 2008 წლის აგვისტოს ომი. შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან აცილება ის ბიჭებიც ახლა სახლში იქნებოდნენ, ცოცხლები.“-განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

Continue Reading

Previous: დაბომბილი პოზიციებიდან როცა გავიდა და სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე 250-კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო, კეზერაშვილის ღრიალი იყო და თავიდან დააბრუნეს ისევ იმ სისხლის ტბორში ბიჭები – ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე
Next: აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი, დაეკარგათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025