Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაბომბილი პოზიციებიდან როცა გავიდა და სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე 250-კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო, კეზერაშვილის ღრიალი იყო და თავიდან დააბრუნეს ისევ იმ სისხლის ტბორში ბიჭები – ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე

მარშალ პრესი 30/05/2025
pridon zoidze

ომის დროს დემორალიზაციას ეწეოდნენ შეგნებულად. სადაც იყვნენ [ ჯარი] და სადაც დაიბომბა პოზიციები, იმ პოზიციებიდან როცა გავიდა და რამდენიმე სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე ქართულ 250-კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო, ბატონი კეზერაშვილის ღრიალი იყო და თავიდან დააბრუნეს ისევ იმ ადგილზე, იმ სისხლის ტბორში ბიჭები. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე, ეს უკვე ის ეპიზოდია, როცა სენაკის მეორე ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონი ცხინვალის მისადგომებთან არის, – ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ომში დაღუპული გმირის ძმა ვარაუდობს, რომ რაც მეტი ამუნიცია, იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაიკარგებოდა, მით მეტი ფულის გათეთრებას შეძლებდნენ, ვინაიდან მათი პრინციპი იყო: “ომი ყველაფერს ჩამოწერს.” სწორედ ამის გათვალისწინებით სჭირდებოდათ ზოიძის განცხადებით საკრალური მსხვერპლიც.

“რაც შეიძლება მეტი საკრალური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ამ ხუთდღიანი ომის პერიოდში ჯარიდან, ამას ის მათქმევინებს და მკარნახობს არათუ ინტუიცია, არამედ, ყველა ლოგიკურ ძაფს მაგასთან მივყავართ – რაც მეტი ამუნიცია, მეტი იარაღი დაიკარგებოდა, რაც შეიძლება მეტი ჯავშანტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, რაც შეიძლება მეტი პიკაპი, ჯიპი, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაიკარგებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი. “ომი ყველაფერს ჩამოწერს” – ეს იყო მათი პრინციპი და გაათეთრებდნენ უზარმაზარ თანხებს. ამას ვფიქრობ და ამიტომ სჭირდებოდათ ბევრი მსხვერპლი.” – განაცხადა ფრიდონ ზოიძემ

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
Next: აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია. რაღაც ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ და „რა დროს მიტინგია, ქვეყანა ომშია“, აი ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ [ხელისუფლება]

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.