Skip to content
02/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი, დაეკარგათ

მარშალ პრესი 30/05/2025
pridon zoidze

„აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ყველა ურთიერთობის ხიდის. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა“- ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ხომ იკრძალებოდა მაგალითად საბჭოეთის გარეთ რაღაც კომუნიკაციები, გარკვეული ფილტრი იყო, ასე აკეთებდნენ ცხინვალშიც და სამაჩაბლოშიც. სახალხო დიპლომატიას უშლიდნენ ხელს. აბსოლუტურად ყველა ხიდებს წვავდნენ. უნდოდათ, რომ ეთნიკურად ყველა ქართველი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოსულიყვნენ პროვოკაციების ხაზზე, ამას მერე მოჰყვებოდა აღიარება და შემდეგ იტყოდნენ, რომ ნუ, რა ვქნათ ახლა ამხელა რუსეთის ფედერაციას ჩვენ ომს ვერ მოვუგებთ და დანარჩენი ტერიტორიები, რაც იქნება დარჩენილი, ამ ტერიტორიებით მაინც შევიდეს კონკრეტულ ალიანსებში. დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჩვენ გვირჩევნია ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე“, ეს ხომ ასე არ შეიძლება. ეს ძალიან ცუდი აზროვნებაა, არასახელმწიფოებრივი, არაქართული და არაადამიანური. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს ორი საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაეკარგათ“-განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

Continue Reading

Previous: აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია. რაღაც ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ და „რა დროს მიტინგია, ქვეყანა ომშია“, აი ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ [ხელისუფლება]
Next: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025