ალექსანდრე რაქვიაშვილი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. ამ თემაზე „გირჩის“ წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წარსულიდან გამომდინარე, ვერ გააკრიტიკებს იმ თანამოქალაქეებს, ვისაც რუსეთთან კავშირი აქვს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსეთთან კავშირი გამო სხვების გაკრიტიკება და ამავდროულად ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღება ეთიკურ პრობლემას წარმოადგენს.
„მე მგონი ადამიანი, რომელიც ამის გამო სხვებს აკრიტიკებს, თვითონ სხვანაირად უნდა იქცეოდეს. ეს არის მორალური პრობლემა, თორემ ზოგადად მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. შენ თუ კანონს არ არღვევ, თუ სანქცირებულ ადამიანს არ ეხმარები, რაღაც ამორალურს არ ჩადიხარ და მხოლოდ წარსული გაერთიანებს ვიღაც რუსთან ან რუსეთთან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დანაშაული ვერ იქნება. მაგრამ თუ ამაში ვიღაცას ადანაშაულებ და მიიჩნევ, რომ ეს ცუდია და შენც ასე იქცევი, აქ, რა თქმა უნდა, ეთიკური პრობლემაა. პოლიტიკოსების შემთხვევაში ეს, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის შესაფასებელია. იმედია, ამას ყველა სათანადოდ შეაფასებს“, – მიიჩნევს რაქვიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.
წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ...