Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ახლა აქციები არ არის ის რესურსი, სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება – მთელმა მსოფლიომ კარგად იცის ქართველი ხალხის სურვილი – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

მარშალ პრესი 16/06/2022
დავით მათიკაშვილი

ახლა აქციები არ არის ის ფორუმი, ის რესურსი სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება. კარგად იცის მთელმა მსოფლიომ ქართველი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის სურვილი და ნება – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ცხადია ეს კანდიდატის სტატუსზე გადის და ჩვენ, პირველ რიგში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„ქართული სული ყოველთვის ევროპული ოჯახისაკენ მიისწრაფოდა, ამიტომ დღეს, ჩვენ, ამ გარდამტეხ მომენტში მართლაც გვჭირდება ერთიანობა, მაგრამ არა დაქსაქსულად აქციების გამართვის სახით, არამედ ერთიანობა ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, პოლიტიკურ ნება-სურვილში, სადაც ჩვენ ერთნი ვართ პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან ერთად – საქართველო იმსახურებს იმას, რომ ის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს სტატუსი – მხოლოდ აქციაზე დგომით კი ეს არ გამოიხატება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია კრახით სრულდება – აქცია “დავენახოთ ევროპას” “ნეტავ არ დაგვინახოს ევროპამ”-ად გადაიქცა
Next: ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ ვიღაცას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებ და მიიჩნევ, რომ ეს ცუდია და შენც ასე იქცევი, აქ, რა თქმა უნდა, ეთიკური პრობლემაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.