Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს

მარშალ პრესი 16/06/2022
ზურაბიშვილი

მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ – პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან, ვისაც სურვილი ჰქონდა და უნდა გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც მისი მოწოდებით მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის. სამწუხაროდ, დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ ვიღაცას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებ და მიიჩნევ, რომ ეს ცუდია და შენც ასე იქცევი, აქ, რა თქმა უნდა, ეთიკური პრობლემაა
Next: გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში OGP LOCAL -ის უფროს ოფიცერ ხოსე მარია მარინთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.