Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 26/05/2025
501750645_1084972157018702_4536620736532222894_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

საზეიმო პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში მემეორიალის შემკობით დაიწყო.

,,26 მაისი არის დღე, რომელიც გვაერთიანებს — როგორც წარსულის, ისე მომავლის წინაშე. დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ღირსებაა, არამედ მუდმივი ზრუნვის, თავდადებისა და სიბრძნის შედეგია, ამ დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს — თავისუფლებას, ერთობასა და ეროვნულ ღირებულებებს. ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის — შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე” – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ.

ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: „დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს“ – პაატა სალია
Next: ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.