Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს“ – პაატა სალია

მარშალ პრესი 26/05/2025
paata salia

„რა თქმა უნდა, რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო, მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ღრმად მჯერა, და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ჩვენ ყველა ამ სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ დღესასწაული მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ წელს იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს:

,,წელს, იუსტიციის სამინისტრო წარმოდგენილია ქალაქ გორში, სადაც გაიმართება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა – დათვალიერება. არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ჭიდაობის მასტერკლასი. პატარებისთვის იქნება გასართობი პროგრამები და ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

 

Post navigation

Previous: ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.