Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის

მარშალ პრესი 26/05/2025
dimitri khundadze

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დასძენს, რომ საქართველოს თავისუფლება განმტკიცებული უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლით და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა.
ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს განმტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას!
გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ჩვენია!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
Next: მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის სიძულვილი ქართველებს შორის, თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.