Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

მარშალ პრესი 23/05/2025
zurab abashidze

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ნდობისთვისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.

ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით.

ვხედავთ რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ.

ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

Continue Reading

Previous: აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?
Next: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-სთან სამხედრო კონსულტაციების მორიგ რაუნდს მასპინძლობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025