Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-სთან სამხედრო კონსულტაციების მორიგ რაუნდს მასპინძლობს

მარშალ პრესი 23/05/2025
166

20-22 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო–ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატო–საქართველოს სამხედრო თანამშომლობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატო–ს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო–ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს.

ნატო–ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს.

Continue Reading

Previous: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
Next: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025