Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?

მარშალ პრესი 23/05/2025
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია.

„პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებშია, რამდენადაც მათ დონორებში. კითხვა არის მარტივი და მე უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ. აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება? ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება დეზინფორმაციასთან ერთად ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო ჩვენ ვხედავთ მათ შორის, ევროპაში ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები.

ამის ფონზე როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად ახალისებენ ექსტრემიზმს, ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან თუ ეს არის განზრახვა, საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება? მე ვსვამ ამ კითხვას და ველი პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა
Next: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025