Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს

მარშალ პრესი 23/05/2025
tea tsulukiani1

გუშინდელი სხდომა იყო მორიგი უმძიმესი, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე გლდანის ციხეში არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“: „კაციჭამია ფლოსტები“. ეს იყო „ფლოსტები“, რომლებსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად და ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო გამძლე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას და ადამიანები კვდებოდნენ. კლავდნენ ციხეში ადამიანებს და ამ ფლოსტებს მერე გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სხდომაზე გამოცხადებულ არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დააზარალა, ტკივილი არ დავიწყებია. მისივე თქმით, როდესაც პატიმრების გამაუპატიურებელი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა.

„ამის მერე, ალბათ, ჩვენ აღარაფერზე უნდა ვმსჯელობდეთ საერთოდ აქ, მაგრამ, ამ სხდომების კვალდაკვალ, ვინც ამ დარბაზში შემოვიდა, დაზარალებულებსა და მსხვერპლებს ვგულისხმობ, მათ არც ერთი წუთით არ აქვთ დღესაც ის ტკივილი დავიწყებული და ისინი არ დაუშვებენ, ჩვენ, ამ თაობის „ქართულმა ოცნებამ“, ისე გადავულოცოთ ახალგაზრდა თაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს. და როცა მათ გვერდით დგები, ეს არ არის მართალი ბრძოლა. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, “კასტილით” და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ მართალი ხარ. ამიტომ, პირველი კრიტერიუმია, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ა.შ..“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები – სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე
Next: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025