Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა

მარშალ პრესი 23/05/2025
shalva papuashvili

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგრც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა.

ესტონეთში რეგისტრირებული „ენჯეოეს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს შალვა პაპაუშვილი.

Continue Reading

Previous: ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს
Next: ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე: საავადმყოფოში შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ხართ, არაფერი ვიცითო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025