Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები – სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე

მარშალ პრესი 23/05/2025
sopo nikolaishvili2

ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები. იმიტომ, რომ „ტელეიმედს“ ჰქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი, ობიექტური პოლიტიკა და „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ასეც იყო ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას, – განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო მედიის მიტაცება და „იმედი“ იყო ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე.

სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, რაც არხის „გამოშიგვნას“ უკავშირდებოდა.

„ეს მოვლენები ასე არ დასრულებულა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა მეთოდები აქვს განადგუროს თავისუფალი მედია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დროის საკითხი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა თავისუფალი მედიის ფასი. იმიტომ, რომ სწორედ ამ მედიამ მოიყვანა ის შევარდნაძის ოპონენტი იყო და ოპოზიციაში ახალგაზრდა ლიდერი და ა.შ. მედია ედგა მას მხარში რევოლუციის პერიოდში. სხვათა შორის მე მაშინ „მზეში“ ვმუშაობდი და „მზეს“ განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ამის გამო ხშირად მოღალატე მეძახეს მაშინაც. ამით იმის დაფიქსირება მინდა, რომ მე მისი [სააკაშვილის] მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ.

მიშა სააკაშვილმა, რაც დაიწყო, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ეს იყო ამ მედიის განადგურება. მიიტაცა მედიები და ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო „იმედი“. დარბევის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, ეს იყო „იმედის“ გამოშიგვნა შიგნიდან. გადაბირება თანამშრომლების „ჩაძირული გემიდან“. ასე გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე იყო უდიდესი ზეწოლა“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

Continue Reading

Previous: ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე
Next: ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025