Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე

მარშალ პრესი 23/05/2025
sopo nikolaishvili

„იმედის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებს იხსენებ. ტელეპროდიუსერის განცხადებით, ეს არ იყო შესვლა ან შეჭრა, ეს იყო თავდასხმა.

„2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი „ტელეიმედში“, ვემზადებოდით პოლიტიკური თოქ შოუსთვის – „ღია ეთერი“. მე ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი. გვყავდა უამრავი, თუ არ ვცდები, 29 სტუმარი მოწვეული. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე, იქ იყო ჩვენი ოთახი განთავსებული.

მთელი დღის განმავლობაში იყო ხმები, რომ შეიძლება, აქაც შემოვიდნენ. მას მერე, რაც რიყე დაარბიეს, თითქოს, უფრო რეალისტური გახდა ეს. უბრალოდ სხვათა შორის, ყოველი შემთხვევისთვის მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდეგ დავბრუნდი. ეს იყო რაღაც ავტომატურად, ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად, რომ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესმებოდნენ თავს. ზუსტად 20:40 საათი იყო, „ქრონიკა“ მიმდინარეობდა და დასასრულისკენ მოხდა ეს შემოჭრა. საშინელი ხმები ისმოდა.

ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემოსვლა, არც შემოჭრა – ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე – აპარატურას და რაც კი შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველა დააწვინეს ხელებით წინ, იატაკზე. შეანგრიეს საეთეროს კარები. მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა. ამას ეძებდნენ, საიდან [გაეთიშათ] და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

Continue Reading

Previous: როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით] და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით
Next: ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები – სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025