Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით] და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით

მარშალ პრესი 23/05/2025
viktor japaridze2

ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით, – ასე იხსენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის წვერი, ვიქტორ ჯაფარიძე, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის მოვლენებს.

თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა დირექტორმა, გიორგი თარგამაძემ, თუ ნამდვილად ისეთი პატივისცემის პირობებში დატოვა ტელეკომპანიის შენობა, რაც აქამდე მას ჭორის სახით ჰქონდა გაგებული.

„ეს არ არის ჭორი, ბატონო ვიქტორ?! მე ეს ჭორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს პატივისცემის პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა აღნიშნული და განაცხადა, რომ მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

„ვადასტურებ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას რამე ხომ არ მეშლება, ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ჩვენც [ დეპუტატებს] გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Continue Reading

Previous: ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში
Next: ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025