Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

მარშალ პრესი 22/05/2025
MAKA BOCHORISHVILI

“წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური თანხვედრა არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; სადაც შეიძლება, რომ უამრავი თანხვედრის, ინტერესების გადაკვეთის წერტილები გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, სადაც მან საქართველოს ხელისუფლებას “ანტიამერიკული” უწოდა.

როგორც მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ეს იყო არა მარკო რუბიოს განცხადება, არამედ პასუხი ჯო უილსონის კითხვაზე, ხოლო პასუხად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა შემუშავების პროცესშია.

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ამ ფრაზას, თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხის გაცემა დაიწყო, მან, ასე ვთქვათ, მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა კომიტეტზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, მის დაცვაზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია, ესეც იყო ნახსენები არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში; და როგორი უნდა იყოს აშშ-ის ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან იმისთვის, რომ აშშ-ის ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.

როდესაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიც, ასევე სრული თანხვედრა არსებობს [საქართველოს] ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური თანხვედრა არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; სადაც შეიძლება, რომ უამრავი თანხვედრის, ინტერესების გადაკვეთის წერტილები გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად – ეს იყო კომენტარი, პასუხი ჯო უილსონის დასმულ კითხვაზე, და პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ პოლიტიკა არის შემუშავების პროცესში,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Continue Reading

Previous: „ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ
Next: “ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას” – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025