Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ

მარშალ პრესი 22/05/2025
svimon jangulashvili

„ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ის, საგამოძიებო კომისიაში ნონა გაფრინდაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით ლაშა ბუღაძის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელი უწოდა.

როგორც სვიმონ ჯანგულაშვილმა აღნიშნა, ლაშა ბუღაძე და არა მარტო ის „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტია, რომელიც „რატომღაც“ არ აკრიტიკებს საკუთარ მამას იმის გამო, რომ ლენინის ხატვისთვის კომკავშირის პრემიის ლაურეატი გახდა.

„აქ ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ რუსულობაც, საბჭოთა ელიტარულობაც და ყველაფერი ლაშა ბუღაძეებისთვის და „ნაცებს“ ვინც ჰყავთ, სადისტების და მკვლელების პარტიას ვინც ჰყავს თავისი პროპაგანდისტები, ეს გამოყოფილი ხალხია, დაუშვათ ლაშა ბუღაძე, ნინია კაკაბაძე, ვახო სანაია, ეკა კვესიტაძე, ვიკა ბუკია გამოჩნდა კიდევ. თამარ ჩერგოლეიშვილმა გენიალურად აღნიშნა „ხვნეშის გარდა არაფერი არ იცისო“. ეს ადამიანები არიან ვიღაცები, ვინც არიან პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ. ეს არის მათი ძალიან ძველი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა სააკაშვილს არ გამოუგონია და კეზერაშვილს ეს პოლიტიკა ძალიან კარგად გამოცადეს და დანერგეს თავის დროზე ჯერ ბოლშევიკებმა და მერე ნაცისტებმა, რომ ვინც არ არის მათკენ, სულ ერთია, შეიძლება ის იყოს თომას მანი შეიძლება იყოს აინშტაინი უნდა მოხდეს მისი სრული დეჰუმანიზაცია. და ესენი ამას აკეთებენ უკვე ათწლეულებია. ახლა ეს რუსულობა, ამ შემთხვევაში ნონა გაფრინდაშვილი, რომ ყოფილიყო მათ მხარეს ზეცაში აიყვანდნენ. როდესაც თავად ლაშა ბუღაძის მამა ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირის დროს იმით, რომ ლენინის პორტრეტებს ხატავდა და ამაში კომკავშირის პრემიის ლაურეატი გახდა და მართლა საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელი იყო, თავის მამაზე არაფერს არ ამბობს“, – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

მისი თქმით, „ნაცების“ პროპაგანდისტები ხმას არ იღებენ მაგალითად ერთ-ერთ ცნობილ რეჟისორზე, რომლის მამაც საბჭოთა პერიოდში ადამიანების დახვრეტაში მონაწილეობა, იმის გამო, რომ ეს რეჟისორი „მათ მხარეს არის“.

სვიმონ ჯანგულაშვილის განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილი არის ის ადამიანი, ვინც საბჭოთა პერიოდში შეძლო და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა გაატარა.

„ეს ადამიანები საბჭოთა დროს დაიბადნენ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა? რა უნდა ექნათ? ყველაზე გენიალური ის არის, რომ სხვათა შორის ორივე მხარეს არიან ასეთ დროს დაბადებულები, ვინც თავიანთი მოღვაწეობით და თავიანთი შემოქმედებით მათ სწორედაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა გამოატარეს იმ ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში და შექმნეს თანამედროვეობა. რომ არ ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, რომ არ ყოფილიყო რობერტ სტურუა თემურ ჩხეიძე, ოთარ ჭილაძე, უფრო ადრე გალაქტიონი, კონსტანტინე გამსახურდია მთელი ეს გენიოსების პლეადა, ლაშა ბუღაძის შექმნილი კულტურით იარსებებდა თანამედროვე საქართველო?“, – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი – ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა
Next: “რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025