Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას” – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 22/05/2025
maka bochorishvili

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, საქართველოს მალე ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში.

“ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საელჩოებისა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო აშშ-ში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები აშშ-ში და არამხოლოდ – ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს.

ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი ეტაპები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს – ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოს ინტერესებს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Continue Reading

Previous: “რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია
Next: “მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025