Skip to content
20/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი – ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე

მარშალ პრესი 20/05/2025
beka sivsivadze

„ამბავი გავრცელდა, რომ კოლმეურნეობის მოედნის მხრიდან ამოდიოდნენ სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები. მე პირადად ჩავედი კოლმეურნეობის მოედანზე და საკუთარი თვალით ვნახე ავტობუსების კოლონა, რომელიც მოდიოდა და ბანაკდებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ღამე იქნებოდა დაძაბული“- განაცხადა ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებზე საუბრობს.

როგორც ბექა სივსივაძე იხსენებს, სპეცრაზმს გიორგი მამაცაშვილმა გამაფრთხილებლად უთხრა „ჟურნალისტები ვართო“ და პრეს ბარათი ასწია, რა დროსაც ერთ-ერთი პირველი რეზინის ტყვია გიორგის კიდურებში მოხვდა. მისი თქმით, დაახლოებით 40-მდე ტყვია მოგვხვდა მას და გიორგის.

ასევე, იხსენებს, როგორც ჩაარტყეს ხელკეტი სპეცრაზმელებმა, რა დროსაც გაითიშა და როდესაც თვალი გაახილა წყლის გუბეში ჰქონდა თავი ჩარგული და ხელები პლასტმასის ხელბორკილით შეკრული.

„აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. გახდა თუ არა 12 საათი, ისეთი პროცესები განვითარდა, რაც მხოლოდ საშინელებათა ფილმში შესაძლოა ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმმა გახსნა ცეცხლი. ეს იყო წყლის ჭავლი, ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა. რაც მე ვნახე, კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი ჩაკეტილი იყო, სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად, მე და გიორგიმ [მამაცაშვილი] ვცადეთ, რომ ამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსთან, კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც სპეცრაზმელები იყვნენ. ამის შემდეგ მე და გიორგი წავედით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით, რომ ქვემოთა მხრიდან სპეცრაზმელების დიდი ტალღა ამოდიოდა.

მე და გიორგი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ რაიმე ექსცესი შესაძლოა ჩვენს მიმართ განხორციელებულიყო. იმდენად მივუახლოვდით სპეცრაზმს, რომ დაახლოებით 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენს შორის და გამაფრთხილებლად გიორგიმ მაინც შესძახა, რომ ბიჭებო, ჟურნალისტები ვართო და პრეს ბარათი ასწია. მათ ხელში მომარჯვებული ჰქონდათ შესაბამისი იარაღი, როგორც გაირკვა რეზინის ტყვიებს ისროდნენ.

პირველი ტყვია გიორგის მოხვდა ქვემო კიდურებში, რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა. მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი. ვეცადეთ, სირბილით წამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსკენ. მეტრო გადაკეტილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებს. ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა, რომ „ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლებელია ჩვენთვის გამონახეთ ადგილი, რომ გავჩერდეთ“, სწორედ ამ დროს ისინი წამოგვეწივნენ, ვინც ტყვიებით უკვე გადაგვცხრილეს და მე თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე. არ მახსოვს, რამდენი წუთით ვიყავი გონებადაკარგული. როდესაც თვალი გავახილე წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასტმასის ხელბორკილით შეკრული“-განაცხადა ბექა სივსივაძემ.

Continue Reading

Previous: გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით
Next: გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლაზე: საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენელი სააკაშვილი იყო და მაშინ, როგორც ჩანს, შეიძლებოდა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025