Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

მარშალ პრესი 20/05/2025
vakho khuzmiashvili2

„იბერიას“ პრობლემები დაეწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მოხდა რევოლუცია- განაცხადა ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. „23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დაისვა პირველი შეკითხვა ჩვენი ტელეკომპანიიდან, რომ როგორ მოხდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულ ნაწილში გაუუქმა არჩევნები და მაჟორიტარულ ნაწილში არ გააუქმა, თუ ერთ შემთხვევაში მოხდა გაყალბება, მეორე შემთხვევაში როგორ ჩაითვალა, რომ არ მოხდა გაყალბება, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობდა და არც მოსწონდათ ამ შეკითხვაზე რომ მივადგებოდით კონკრეტულ ადრესატს და ვეკითხებოდით, რა მოხდა.

ამის შემდეგ სხვა ტელევიზიებში დაიხურა პოლიტიკური ტოქშოუები. პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა უნდოდათ. [ეს ტელეკომპანიები] იყო „პირველი არხი“, „რუსთავი2“, „მზე“, „იმედი“, ერთადერთი გამონაკლისი იყო ტელეკომპანია „იბერია“, სადაც ეს ტოქშოუ მიდიოდა და მიჰყავდა ქალბატონ ლუბა ელიაშვილს. ცოტა ხანში, ლუბა ელიაშვილის საცხოვრებელ ბინაზე მოხდა თავდასხმა. დაცხრილეს მისი საცხოვრებელი ბინა. რა თქმა უნდა, ეს საქმე არ იყო გამოძიებული და ვეკითხებოდით, რა მოხდა, რატომ არ იძიებთ. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ვიღებდით და ამასთან ერთად დაიწყო სატელევიზიო დაჭერები. ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ ამ სატელევიზიო დაჭერების დროს“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

Post navigation

Previous: 25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი
Next: დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი – ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.