Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი

მარშალ პრესი 17/05/2025
irakli kobakhidze

დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმია.

„ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნამდვილი ზეიმია. დღეს არის ერთიანობის ზეიმი და დღეს საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის იდეის გარშემო, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ეს ასე იქნება. არ შეიძლება, ეს ერთიანობა არ იყოს ის, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების ერთიანობას და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავრჩეთ მტკიცედ ერთგული იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა
Next: წლებია ცდილობდნენ გამოგონილი იდეოლოგიებით განხეთქილება შეეტანათ საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ინიციატივით ეს დღე არა გახლეჩის, არა შუღლის, არამედ ერთობის და სიყვარულის დღედ დაწესდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.