Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა

მარშალ პრესი 17/05/2025
Capture

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზეიმო მსვლელობას ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად შეუერთდა.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისათვის.

საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა მემორიალთან დასრულდა, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.

Post navigation

Previous: ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
Next: დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.