Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წლებია ცდილობდნენ გამოგონილი იდეოლოგიებით განხეთქილება შეეტანათ საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ინიციატივით ეს დღე არა გახლეჩის, არა შუღლის, არამედ ერთობის და სიყვარულის დღედ დაწესდა

მარშალ პრესი 18/05/2025
shalva papuashvili

წლებია ცდილობდნენ, რომ გამოგონილი იდეოლოგიებით განხეთქილება შეეტანათ საზოგადოებაში, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივით ეს დღე არა გახლეჩის, არა შუღლის, არა დაპირისპირების, არამედ ერთობის და სიყვარულის დღედ დაწესდა

უპირველეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. წლებია ცდილობდნენ, რომ გამოგონილი იდეოლოგიებით განხეთქილება შეეტანათ საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივით ეს დღე არა გახლეჩის, არა შუღლის, არა დაპირისპირების, არამედ ერთობის და სიყვარულის დღედ დაწესდა. რა შეიძლება იყოს იმ ღირებულებაზე უფრო მაღალი, ვიდრე არის ოჯახი, ვიდრე არიან მშობლები. ამიტომ, თუკი ვინმე ცდილობს, რომ დღესაც გარკვეული ხინჯი შეიტანოს, უბრალოდ აჩვენებს, რომ ღირებულებითად არიან აბსოლუტურად აცდენილი იმ ცივილიზაციას, რასაც ჰქვია ჩვენი ისტორია, ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავეყრდნოთ არა ხელოვნურ, გამოგონილ, თავსმოხვეულ, არაბუნებრივ იდეოლოგიებს, არამედ იმას, რაც დროთა განმავლობაში გამოცდილია – ოჯახი, მშობლების პატივისცემა, ყველა ტრადიცია, რაც ოჯახის გარშემო არის, არის ის, რამაც ჩვენ შეგვქმნა საერთოდ ქართველებად და არის ის, რამაც, მათ შორის, ევროპულ ცივილიზაციად ჩამოაყალიბა.

ამიტომ, დღევანდელი დღით და საქართველო თავისი ნაბიჯებით, იცავს მათ შორის ევროპულ ცივილიზაციას ხელოვნური იდეოლოგიებისგან და ახსენებს მას რა არის ცივილიზაციური არჩევანი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025