Skip to content
08/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა – მასზე, პარტიულ მუშაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული

მარშალ პრესი 07/05/2025
kakha kaladze

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კიბახიძეს, რომლის კანდიდატურასაც პოლიტსაბჭოს წევრებისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისთვის.

„მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ეს იყო პოლიტსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ირაკლი არის ღირსეული, პროფესიონალი, უპატიოსნესი ადამიანი. მინდა, წარმატებები ვუსურვო. ძალიან ბევრია დამოკიდებული მასზე, პარტიულ მუშაობაზე. ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისთვის. 2014 წლიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წინააღდეგ შემოტევები ისევ გრძელდება, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გააძლიეროს.

„გამოწვევები ძალიან ბევრია. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ გრძელდება, არის შემოტევები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, პირდაპირ არის მცდელობა, რომ მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობა. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე წლების წინ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შანტაჟი, შემოტევები, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ პირველ რიგში, მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Continue Reading

Previous: რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია, არჩევნების შემდეგ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან
Next: “საინტერესოა ის სია ჯო უილსონმა რომ გამოაქვეყნა, ტოპ 30 მისთვის საყვარელი პირი, ვისაც ის დაასანქცირებდა” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025