Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“საინტერესოა ის სია ჯო უილსონმა რომ გამოაქვეყნა, ტოპ 30 მისთვის საყვარელი პირი, ვისაც ის დაასანქცირებდა” – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 08/05/2025
shalva papuashvili

“[ამ სიაში] პარლამენტის წევრებიდან ვიცე-სპიკერები ვიცე-სპიკერებად არიან მოხსენიებულნი და ქალბატონი თეა წულუკიანი პარლამენტის წევრად, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ისეთი ქართველის შედგენილია, რომელიც განსაკუთრებულად ვერ იტანს ქალბატონ თეა წულუკიანს და ეჭვიც მაქვს ვიღაცაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ჯო უილსონის მიერ შედგენილი დასასანქცირებელ პირთა სია იმითაც არის საინტერესო, რომ იქ მედიის წარმომადგენლებიც არიან შეყვანილი.

“საინტერესოა ის სია ჯო უილსონმა რომ გამოაქვეყნა, ტოპ 30 მისთვის საყვარელი პირი, ვისაც ის დაასანქცირებდა. ის, რომ არ იცის, რომ პრეზიდენტის არჩევნები არ გვქონია, აქედან გამომდინარე, სახელით და გვარებით ვინ ეცოდინება – სალომე ზურაბიშვილის გვარს დღემდე ნორმალურად ვერ გამოთქვამს ადამიანი, რომელიც, რომ ჰკითხო, საქართველოზეა გადაფოფრებული. ამ ადამიანის გვარი მაინც დაიზეპიროს, თუკი ისაა მისთვის მთავარი ლიდერი. მაგალითად, [ამ სიაში] პარლამენტის წევრებში ვიცე-სპიკერები ვიცე-სპიკერებად არიან მოხსენიებულნი და ქალბატონი თეა წულუკიანი – პარლამენტის წევრად, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ისეთი ქართველის შედგენილია, რომელიც განსაკუთრებულად ვერ იტანს ქალბატონ თეა წულუკიანს და ეჭვიც მაქვს ვიღაცაზე.

საყურადღებო იყო იქ მოხსენიებული მედიის წარმომადგენლები – ეს არ არის პირველი შემთხვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები და სხვა. სინამდვილეში, ეს არის მომზადება ქეისისა, მდგომარეობისა, რომ თუკი შეძლებენ, რომ ხელისუფლება ჩაუგდონ ხელში “ნაციონალურ მოძრაობას”, პირდაპირ შევარდებიან და ჩაკეტავენ ყველა ამ ტელევიზიას, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ. მე ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი უცხოელი არათუ ხმას არ ამოიღებს, როცა მიადგებიან და დახურავენ ამ ტელევიზიებს, არამედ შეიძლება პირდაპირ შეუძღვნენ, თვითონვე გამოაძრობენ კაბელს იმ ტელევიზიისა”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა – მასზე, პარტიულ მუშაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული
Next: მინდა, გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“, თუ დამარცხდება „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ ბრძოლას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025